თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „ქართული კინოს სახვითი სტილის ელემენტი: თბილისის ისტორიული ადგილები“ ფარგლებში გამოფენა- ქართულ კინოში ასახული თბილისი გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ფოტოსურათები ისეთი კინოფილმებიდან, როგორიცაა: "ჩვენი ფარაჯანოვი", სახლი სიხარულისა" და სხვა.
პროექტის მხარდამჭერი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,განათლების,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური - თბილისი მერია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არიან.